■ მხოლოდ 5 წუთის განმავლობაში ახსოვს ძაღლს, რაც მის თვალწინ მოხდა, კატა ასეთ ინფორმაციას 16 საათის განმავლობაში იმახსოვრებს.
ზოგს ძაღლი უყვარს, ზოგს-კატა. მერე რა? რატომღაც ბოლო დროს ყველა აგრესიულადაა განწყობილი კატების მიმართ, საკმარისია, სადმე თქვა კატა მიყვარსო და იმწამსვე ამზერით დაგიწყებენ ყურებას. მერე იმასაც იტყვიან ღმერთი არ სწამს, კატა ხომ ეშმაკისეულიაო. ვერავინ გაიძულებს, გიყვარდეს ერთი ან მეორე, მაგრამ კატებიც ისეთივე ცხოველები არიან, როგორიც ძაღლები.
ძაღლი და კატა განსხვავებული ცხოველები არიან და რადიკალურად განსხვავებული თვისებები აქვთ. აი, რამდენიმე მათგანი:
1. ძაღლი გასცემს სითბოს, კატა-მოითხოვს. ძაღლი მოვა და მოგეფერება, იმიტომ, რომ მას შენ უყვარხარ, კატა კი მოვა იმიტომ, რომ შენ მოეფერო.
2. ძაღლი გულუბრყვილოა. კატა-ბუნებით მტაცებელი.
3. ძაღლს სჭირდება გარეთ გაყვანა და გასეირნება. ვისაც ძაღლი ჰყავს, ალბათ იცის, ხანდახან რა დამღლელი და მოსაბეზრებელია ეს, განსაკუთრებით ზამთარში. კატას გარეთ გასვლა არ სჭირდება იმისათვის, რომ კუჭი დაიცარიელოს.
4. ძაღლი რეაგირებს თავის სახელზე. კატა- არა.
5. ძაღლს სახლში დიდი ხნით ვერ დატოვებ მარტო. თუნდაც იმ მიზეზით, რომ გასეირნება სჭირდება. კატის მარტო დატოვება შეიძლება, თუ საჭმელს საკმარისი რაოდენობით დაუტოვებ.
6. ძაღლი უნდა დაბანო. კატა თვითონ ილოკავს და ისუფთავებს თავს.
7. ძაღლს არ აქვთ გამოკვეთილი სიარულის მანერა, ის დაბაჯბაჯებს. კატა ყოველთვის გრაციოზულად მოძრაობს, ლამაზად ჯდება და დაჯდომისას კუდს ფეხებთან მოაქცევს.
8. ძაღლი დიდ ყურადღებას არ აქცევს სისუფთავეს. კატა კი არ შეჭამს საჭმელს დასვრილი თეფშიდან, არ ავა საწოლზე, რომელიც დაულაგებელია და მანამდე არ მიეკარება მას, სანამ არ დაალაგებთ.
9. ძაღლი ჭამს მისთვის განკუთვნილ საჭმელს. კატა- ყველაფერს, რასაც მიაჩვევ. მე მინახავს, როგორ ჭამს კატა კვერცხს და საზამთროს
10. თუ კარზე ზარია, ძაღლი საგულდაგულოდ უნდა გადამალო, რომ შენს სტუმარს ფეხი არ მოაჭამოს. კატას კი თავად ეშინია სტუმრის, ის მიდის და იმალება ისეთი ავეჯის ქვეშ, რომლიდანაც ვერაფრის დიდებით ვერ გამოათრევ, მაგრამ თუ სიტუაცია მოეწონა- ძაღლიც და კატაც უპრობლემოდ უერთდება საზოგადოებაც.
ცხოველების დაცვა
10 დეკემბერს ცხოველთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თბილისში საქართველოს ცხოველთა უფლებების დაცვის კომიტეტი საგანგებო შეხვედრის მოწყობას გეგმავს. ცხოველთა უფლებების დამცველები ისაუბრებენ იმ პრობლემებზე, რომელთა გადაწყვეტა ვერ ხერხდება პირველ რიგში იმიტომ, რომ, როგორც თავად ამბობენ, ქართული საზოგადოება ჰუმანურობის დეფიციტს განიცდის.იყო ისეთი შემთხვევა, რომ ძაღლმა წააგო და ძალიან აგრესიული გახდა პატრონი, რაც ხშირად ხდება ძაღლების ჩხუბში …
ცხოველთა უფლებების დამცველთა აზრით, ცხოველთა სამყარო ეროვნული სიმდიდრეა და მას სახელმწიფო უნდა იცავდეს. მაგრამ ხელისუფლება, როგორც ჩანს, ვერ აკონტროლებს ცხოველთა უფლებების დაცვას. ცხოველების ცოცხლად გატყავების კადრები (ნადირობის დეტალების ჩვენებაზე რომ არაფერი ვთქვათ) კვლავ ხშირად ჩნდება ქართულ სატელევიზიო არხებზე. არადა, საქართველოში ცხოველების წამება, კანონმდებლობის მიხედვით, ისჯება. ხშირია გარეულ ცხოველთა დატყვევების ფაქტებიც. რესტორნების ტერიტორიაზე დატყვევებული ჰყავთ დათვები, მელიები, მგლები, რაც რესტორნისთვის ერთგვარ სარეკლამო ხრიკს წარმოადგენს ეგზოტიკური სანახაობის თვალსაზრისით. თუმცა ყველაზე გავრცელებული სანახაობა ძაღლების ორთაბრძოლაა – ამ რიტუალს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველთა უფლებების დამცველებმა მაინც მოახერხეს საზოგადოებრივი აზრის შექმნა… ხუთი, ათი წლის წინ მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე იყო. 2005 წელს ჩვენს კოლეგასთან, კახა მჭედლიძესთან საუბარში ცხოველთა უფლებების დამცველმა აქტივისტმა, ლექსო ხუბულავამ განაცხადა:
მეცნიერებაში ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ტარდება ცხოველებზე, რადგან ადამიანზე ვერ ჩაატარებ…
ყველაზე სასურველი კატების ტოპ ათეული!
თუ სახლში კატის ყოლა გადაწყვიტეთ და არ იცით რომელი ჯიშის აირჩიოთ, ამ ათეულს გადახედეთ. ხოლო თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ აუცილებლად დაფიქრდებით კატის ყოლაზე
მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი კატები!
დავიწყებ ბოლო ადგილიდან:
10)სფინქსი
სფინქსს სხვანაირად კანადურ უბეწვოსაც უწოდებენ. ეს ჯიში საკმაოდ განსხვავებულია. ამ ჯიშის კატები უბეწვოები არიან, მაგრამ მათი კანი ზამშის ფაქტურას მოგაგონებთ. სფინქსი ხასიათით ექსტრავერტია. ეს კატები ჭკვიანები, ენერგიულები არიან და უყვართ თავისი პატრონი
9)მენქსი
მენქსის ჯიშმა მუტაცია განიცადა, რის შედეგადაც კუდი საგრძნობლად დამოკლდა. ამ ჯიშის კატები კარგი მონადირეები არიან, ამიტომ ფერმერები მათ ანიჭებენ უპირატესობას მღრღნელებისგან თავდასაცავად. მენქსის სხეულის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ კატებს უკანა ფეხები წინაზე გრძელი აქვთ. დიდი მრგვალი თავის მიუხედავად, ცხვირი, თვალები და ყურები პატარა აქვთ
მისთვის უმჯობესია თბილი კლიმატი თოვლიანობის გარეშე.
8. ბირმანული
ბირმანული ჯიში ბრიტანულ და ამერიკულ ტიპებად იყოფა. ამერიკული ჯიშისთვის დამახასიათებელია ყავისფერი ბეწვი, რომელიც დროთა განმავლობაში ფერს იცვლის. ზოგადად, ბირმანულისთვის დამახასიათებელია მოკლე ბეწვი და ოქროსფერი ან ყვითელი თვალები. სწორედ თვალის ფერის გამო არიან ასეთი პოპულარულები. ეს ენერგიული, ჭკვიანი კატები მეგობრული ხასიათით გამოირჩევიან ადამიანების მიმართ.
სავანა გამოირჩევა გამხდარი და მაღალი სხეულით. გარეგნულად წონასთან შედარებით ძალიან დიდია. ზომა მის ჯიშზე და სქესზეა დამოკიდებული. მისთვის დამახასიათებელია აფრიკული ველური კატის დიდი ყურები. ამ ჯიშის კატები ჭკვიანები არიან და მათი გაწრთვნა საკმაოდ ადვილია (შეუძლია თოკზე სიარული და ა.შ.) სავანა ძალიან მეგობრული კატაა უცხო ადამიანების და ძაღლების მიმართაც კი. ისინი პატრონს ყველგან თან დაყვებიან. ამ ჯიშის უნიკალურობა კი იმაშია, რომ სავანას წყლის არ ეშინია.
6. ეგზოტიკური კატა
ყიჰლლჯკეგზოტიკური კატა სპარსული ჯიშის ერთ–ერთი ნაირსახეობაა. ეს თამაშის მოყვარული კატები მშვიდი ხასიათით გამოირჩევიან და იშვიათად კნავიან. ვერ იტანენ მარტო დარჩენას და ხმაურს. სხვა კატების და ძაღლების მიმართ მეგობრულად არიან განწყობილნი. მათთვის იდეალურია ბინაში ცხოვრება. საკმაოდ ჭკვიანები არიან და თაგვებსაც ადვილად იჭერე.
5. რეგდოლი
რეგდოლისთვის დამახასიათებელია ცისფერი თვალები, ბეწვი კი სხვადასხვა ფერის აქვთ. სხეული საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული. აქვს ძლიერი და დიდი სხეული, პროპორციული ფეხები და კარგი ხარისხის ბეწვი. მდედრებთან შედარებით მამრები უფრო მძიმეები არიან. ეს ჭკვიანი და ჯანმრთელი კატები ადვილი მოსავლელები არიან.
4. აბისინიური კატა
მისი სახელი ეთიოპიას უკავშირდება, მაგრამ ბევრი მის წარმოშობის ადგილად ეგვიპტეს მიიჩნევს. ეს მოკლე ბეწვიანი კატა ძალიან პოპულარულია აშშ–ში. ამ ჯიშს კატები ძალიან ენერგიულები, აქტიურები და ჭკვიანები არიან, ასევე კარგი მონადირეებიც. განსაკუთრებით უყვართ სათამაშოები და შეუძლიათ რამდენიმე საათი ითამაშონ თავისი სათამაშო ბურთით
3. მენის ენოტი
ენოტს მართლაც გავს დიდი სქელი კუდით. ბინადრობს ჩრდილოეთ ამერიკაში. მისი საკმაოდ ძვალმსხვილი სხეული სქელი და გრძელი ბეწვითაა დაფარული. მის ფუმფულა ბეწვს სპარსულ კატასთან შედარებით გაცილებით ხშირად სჭირდება დავარცხნა. მამრი საშალოდ 7 კილოს იწონის, მდედრი 5–ს. მისი ბავშვთან ერთად ყოლა პრობლემას არ შეგიქმნით, რადგან მათ მიმართ ძალიან მეგობრულია.
2. სიამის კატა
სიამის კატა აღმოსავლური ჯიშების პირველი წარმომადგენელია. მისი წარმოშობის ზუსტი ადგილი დაუდგენელია, მაგრამ ცნობილია რომ ეს ჯიში სამხრეთ აზიიდან მოდის. მისი სხეული ძალიან ელეგანტური და დახვეწილიa, კარგად განვითარებული კუნთებით. აქვს სამკუთხედის ფორმის თავი, პატარა ცხვირი, ნუშისებრი ფორმის თვალები, გრძელი ელეგანტური კისერი და კუდი. მის თხელ სხეულს კრიალა, ჯანმრთელი, მოკლე ბეწვი ფარავს. სხეულის მახასიათებლებთან ერთად ეს კატა გამოირჩევა იმითაც, რომ ძალიან ჭკვიანია, რითაც ძაღლს უფრო გავს, ვიდრე კატას.
ლიდერი, გამარჯვებული და ყველაზე, ყველაზე სასურველი კატა სპარსული ჯიშის აღმოჩნდა.
1.
სპარსული კატა გამოირჩევა გრძელი, სქელი, მომხიბვლელი ბეწვით, რომელიც სხვადასხვა ფერის შეიძლება ჰქონდეს. დიდი თავი, მოკლე ფეხები, სუსტად გამოყოფილი ყურები და პატარა ცხვირი ამ ჯიშის მახასიათებელია. სპარსული კატა ძალიან მშვიდია და ენერგიულობით არ გამოირჩევა, ამიტომაც ადვილად ეგუება ბინაში ცხოვრებას. მისი პოპულარობის მიზეზი ალბათ დინჯი ხასიათი და ფუმფულა ბეწვია.
No comments:
Post a Comment